მდინარაძე: საკონსტიტუციო განხილვა თბილისში აუცილებლად გაიმართება

“საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საერთო-სახალხო განხილვა თბილისში აუცილებლად გაიმართება,” – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების გამოქვეყნებისა და მათი საერთო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის გაფართოებული სხდომის დაწყებამდე განუცხადა. უმრავლესობის წევრების განცხადებით, კონსტიტუციური ცვლილებების სახალხო განხილვა დედაქალაქში შემდგომი ორი კვირის ვადაში ჩატარდება.

“თბილისში აუცილებლად ჩატარდება განხილვა. კანონი ითვალისწინებს, რომ მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში განხილვები უნდა გრძელდებოდეს. ჩვენ დღეს კომისიაზე განვიხილავთ ამ საკითხებს და ორგანიზაციულ დეტალებს შემდეგ მოგახსენებთ. რაც შეეხება უსაფრთხოებას და სხვა საკითხებს, ჩვენ ვიქნებით ყურადღებით ყველა დეტალის მიმართ და შევეცდებით, რომ ერთი მხრივ, დემოკრატიული გარემო იყოს უზრუნველყოფილი და უსაფრთხოებაც, პროვოკაციების თავიდან არიდებაც იყოს უზრუნველყოფილი”, -დასძინა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიციხელშვილი: ოკუპაციას მშვიდობიანი პოლიტიკით დავძლევთ
შემდეგი სტატიაადვოკატის ინფორმაციით, თორნიკე კაჭარავა ნაცემია