მდინარაძე – საკანონმდებლო პაკეტი მიმართულია საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ახალი საკანონმდებლო პაკეტი მიმართულია საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ.

მდინარაძის თქმით, „ქვეყნისთვის ყველაზე დამაზიანებელი პარტიების გაქრობა იქნება და ეს წარმოუდგენელია“.

„ზოგადად, საკანონმდებლო პაკეტი მიმართულია საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ, პოზიტიური გაგებით ის პარტიები, რომ ვაიძულოთ, საბოტაჟის რეჟიმიდან გამოვიდნენ, რომელთაც ამომრჩეველმა ხმა საპარლამენტო საქმიანობისთვის მისცათ. პოლიტიკური ბოიკოტი მათი სამართლებრივად გარანტირებული მექანიზმია, მაგრამ საბოტაჟი არ არის უფლება. ეს არის პაკეტი საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ. ქვეყნისთვის ყველაზე დამაზიანებელი პარტიების გაქრობა იქნება და ეს წარმოუდგენელია. ისინი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგნენ იმას, რომ ჯერ კიდევ პარლამენტში ირიცხება ცხრა საარჩევნო სუბიექტი. იმდენად აღქმებზე არიან ჩამოკიდებული, რომ ისიც კი არ იცოდნენ, რომ პარლამენტში 14 პარტია ირიცხებოდა. ეს გვაქვს რეალობა. იმედია, თავის თავში ძალას და პასუხისმგებლობას გამონახავენ, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამოვიდნენ და საკუთარი სიტყვების მძევალი არ გახდნენ, პარლამენტში შემოვიდნენ, კომისია შექმნან, გამოიძიონ და ერთპროცენტიანი ცდომილების შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები მიიღონ. ამ შეთავაზება უარის თქმის ერთადერთი მიზეზია ის, რომ მათ ჩვენზე არანაკლებ კარგად იციან, რომ საპარლამენტო არჩევნების არანაირ გაყალბებას კი არა სერიოზულ გადაცდომასაც კი არ ჰქონია ადგილი. ცდომილება არ დაფიქსირდება, ჩიხში არიან, უკან დასახევი გზა მოიჭრეს, წინ ნაბიჯს ვერ დგამენ და სამწუხაროდ, ბულინგს ექვემდებარებიან. ამას ცოტა მეტი პოლიტიკური ძალა სჭირდება, რომ ეს ყველაფერი გადავლახოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი სახალხო პარლამენტის შექმნის იდეით გამოდის
შემდეგი სტატიანაცვლიშვილი – ირაკლი კობახიძეს თუ ჰგონია, ვინმემ იმიტომ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, რომ პარტიას დაფინანსება ჰქონოდა, აქაც კრახს განიცდის