მდინარაძე: საბოლოო ჯამში ექსპერტიზამ ის დაადგინა, რომ არის მონტაჟი და სიყალბე

ძალიან ცუდია, რომ ერთი და იგივე პირთა წრე 2012 წლამდე ამ ჩანაწერებს ჯერ აკეთებდა, შემდეგ იყენებდა ამ მონტაჟს და სიყალბეს ფიზიკური პირების დაშანტაჟებისთვის, დღეს მიზნის ობიექტი შეიცვალა და ცდილობენ გამოიყენონ პოლიტიკური სუბიექტების, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ დაშანტაჟებისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გავრცელებული ჩანაწერები არის მონტაჟი და სიყალბე.

„ძალიან ცუდია, რომ ერთი და იგივე ჯგუფი, პირთა წრე, თავის დროზე, ანუ 2012 წლამდე ამ ჩანაწერებს ჯერ აკეთებდა, შემდეგ იყენებდა ამ მონტაჟს და სიყალბეს ფიზიკური პირების დაშანტაჟებისთვის, დღეს მიზნის ობიექტი შეიცვალა და ცდილობენ გამოიყენონ პოლიტიკური სუბიექტების, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ დაშანტაჟებისთვის. საბოლოო ჯამში ექსპერტიზამ ის დაადგინა, რომ არის მონტაჟი და სიყალბე. საუბრები, საიდანაც ეს ფრაზებია ამოღებული, რა თქმა უნდა, იქნებოდა, ამის გარეშე მონტაჟს ვერ გააკეთებდნენ“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: „ქართული ოცნება“ ვერ გაექცევა იმ ვალდებულებას, რომელიც აღებულია შარლ მიშელის დოკუმენტით
შემდეგი სტატიაოხანაშვილი ენმ-ზე: ამ ხალხის სიტყვას უკვე დიდი ხანია, ფასი დაკარგული აქვს