მდინარაძე – საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით უნდა ვიმსჯელოთ, რა სჯობს ქვეყნისთვის

ვიდრე არ დავინახავთ, რომ ოპოზიციური ფლანგიდან ვინმე ფიქრობს, ამ ქვეყანაში პოლარიზაცია შემცირდეს, კი ბატონო, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, მაგრამ არა იმაზე, ვის რა აწყობს, არამედ რა სჯობს ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საარჩევნო ბარიერზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდეს.

„2-სა და 5-ს შორის არის 3 და 4, რაც განხილვის შედეგად შეიძლება, იყოს საერთო კონსენსუსის საგანი. ნაბიჯი, რომელიც თავის დროზე გადაიდგა და შეთანხმების საგანი გახდა, გამოწვეული იყო ჩვენი მხრიდან კომპრომისის შედეგად. ოპოზიციის მხრიდან არანაირი კომპრომისი არ გვინახავს. რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდეს. აქედან გამომდინარე, ვიდრე არ დავინახავთ, რომ ოპოზიციური ფლანგიდან ვინმე ფიქრობს ამ ქვეყანაში პოლარიზაცია შემცირდეს, კი ბატონო, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, მაგრამ არა იმაზე, ვის რა აწყობს, არამედ რა სჯობს ქვეყნისთვის. ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტში არის 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, რითაც აბალანსებენ პლურალიზმის და სტაბილურობის ინტერესს. ასევე ორ ქვეყანაში არის 2 და ნაკლებპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი. ასევე არის ქვეყნები, სადაც არის 3 პროცენტი. უნდა ვიმსჯელოთ, რა სჯობს ჩვენი ქვეყნისთვის და არა – რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე სააკაშვილზე – სუსტად არის, აქვს შინაგანი სისუსტის შეგრძნება, ეს არის სწორედ არაადამიანური მოპყრობის შედეგი
შემდეგი სტატიარუსთავში საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარე ვერ აირჩიეს