მდინარაძე – სააკაშვილმა 37-ედ დააანონსა ჩამოსვლა

მიხეილ სააკაშვილის დაპირება „ქართულ ოცნებას“ ხმებს თუ არ მოუმატებს, არაფერს წაართმევს, – აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ყოფილი პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში იქნება.

„ეს საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის რიგით 37-ე დაანონსებაა, რაც „ქართული ოცნებისთვის“ საფრთხეს არ წარმოადგენს. ეს ადამიანი თავის თავს, თავის ქვეცნობიერს ყიდის. რამდენჯერაც ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება მისი პარტია, იმდენჯერ აანონსებს ჩამოსვლას, მაგრამ ვერ ჩამოდის. თუ ჩამოვა, არ იქნება ცუდი, რადგან მართლმსაჯულება აღსრულდება და ციხეში მოპყრობის მისი ნაშენები და დანერგილი ტრადიციებისგან განსხვავებით, მას სხვანაირად მოეპყრობიან, რადგან დემოკრატია სხვანაირად მოითხოვს. ის იქნება პატიმარი, რომელსაც არავინ აწამებს, უფლებებს არავინ შეუზღუდავს, კარგ საკანში იჯდება და მიხვდება, განსხვავებას მის მმართველობასა და დემოკრატიულ მმართველობას შორის ამ საკითხზე განსხვავებას. ჩამოსვლის თაობაზე სააკაშვილის დაპირება „ქართულ ოცნებას“ ხმებს თუ არ მოუმატებს, არაფერს წაართმევს“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

banner
წინა სტატიაშიმოქალაქის კოვიდ-სტატუსის დასადგენად სპეციალური აპლიკაცია შეიქმნა – ბექა ფერაძე
შემდეგი სტატიასამადაშვილი „ქართულ ოცნებას“ – შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ არც ერთ კაპიკს აღარავინ გაიღებს ამ ქვეყნისთვის