მდინარაძე – რუსთავში დავით კირკიტაძეს დაქირავებული აქვს დრონები და ცდილობს „კარუსელების“ იმიტაციის შექმნას, თანაც თავის ხალხით

რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს, დავით კირკიტაძეს დაქირავებული აქვს დრონები და ცდილობს „კარუსელების“ იმიტაციის შექმნას, ამას აკეთებს თავისი ხალხით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, პროვოკაციები უკვე დაიწყო.

„თავის ხელწერას არ იშლიან. მართლა გაცვდა უკვე ეს ფრაზები, რომ პროვოკაციებს ველოდებით. ველოდებით, რა თქმა უნდა. შემიძლია, უახლესი ინფორმაცია გითხრათ, რუსთავში მაგალითად, ნაქირავები აქვს კირკიტაძეს დრონები. თავისი ხალხით რაღაც სპექტაკლების დადგმა უნდა. პირველი მონაცემი რაც მაქვს მაგალითად, რუსთავში ხუთი დრონი აქვს დაქირავებული კირკიტაძეს და იქიდან ცდილობს ვითომ „კარუსელების“ იმიტაციის შექმნას, თან ამას აკეთებს თავისი ხალხით. წარმოიდგინეთ დრონით როგორ უნდა დააფიქსირო „კარუსელი“. ანუ ათი კაცი ერთად თუ მიდის, „კარუსელია“?“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

წინა სტატიაშიუგულავა ფოთელებს – დღეს თქვენ ხელშია როგორ განვითარდება ეს ქალაქი
შემდეგი სტატიაწითლიძე – ერთ-ერთ უბანზე ამომრჩეველმა 30-მდე ბიულეტენი შემოიტანა