მდინარაძე – ფრაქციის სხდომაზე ადგილები პერსონალურად არ არის განაწილებული

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარლამენტში მიმდინარე „ქართული ოცნების“ ფრაქციის სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას უსმენენ, განმარტება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ სხედან „ქართული ოცნების“ ფრაქციის წევრები სხდომათა დარბაზის ორივეს მხარეს.

მდინარაძის თქმით, ფრაქციის სხდომაზე ადგილები პერსონალურად არ არის განაწილებული, ოპოზიციას კი პარლამენტში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

„როგორც ახლა მეუბნებიან, საზოგადოების ნაწილში გამოიწვის გარკვეული რეაქცია იმან, რომ ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში ორივე მხარეს არიან გადანაწილებულნი. საზოგადოებას, მედიას იმ ჟურნალისტებს, ვინც ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ რეაქციებს ახდენს, განვუმარტავ, რომ ეს არის ფრაქციის სხდომა და ბუნებრივია, ადგილები ასე პერსონალურად არ არის განაწილებული. ოპოზიციის წარმომადგენლებს შემიძლია მივმართო, რომ დამშვიდნენ, არავინ ართმევს ადგილებს, პირიქით დიდი სიამოვნებით ვეპატიჟებით და ველოდებით მათგან მხურვალე ოპონირებას. ამიტომ, არანაირი პრობლემა არ არის, ტყუილად ნუ ანერვიულდებიან“, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – „ქართული ოცნების“ რეფორმების შედეგად, უახლოეს წლებში გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო მოხელე ხდება ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობა
შემდეგი სტატიაგახარია – ის პროგრამები, რომლებიც იყო ჩვენი ასაკოვანი მოქალაქეების, ასევე სოციალურად დაუცველთა და დევნილების დახმარების მიზნებით გამსჭვალული, კიდევ უფრო გაიზრდება და გაძლიერდება