მდინარაძე ფიქრობს, რომ იუსტიციის საბჭოს ორი წევრის არჩევასთან დაკავშირებით კრიტიკის ობიექტი პოლიტიკოსი არ უნდა იყოს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, იუსტიციის საბჭოს ორი წევრის არჩევასთან დაკავშირებით მისი მისამართით კითხვის დასმა არარელევანტურია.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით კრიტიკის ობიექტი პოლიტიკოსი არ უნდა იყოს.

„ჩემი აზრით, უნდა მივეჩვიოთ ერთ რამეს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში კრიტიკის ობიექტი და კითხვის ადრესატი პოლიტიკოსი არ უნდა იყოს. სულ მცირე ეს არის საფუძველი, რაზეც ჩვენი ლოგიკა უნდა დავაშენოთ. მაგალითად, რომელიმე მოსამართლეს ან სასამართლო სისტემის ხელმძღვანელებს რომ ჰკითხონ, პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარედ ესა და ეს ადამიანი რატომ აირჩიესო, რელევანტური ხომ არ იქნება? ასევე, ჩემი აზრით, ჩვენთან არ არის კითხვა, რატომ აირჩია სასამართლოში ვიღაცამ ვიღაცა, თუკი ჩვენ, ყველანი ვაღიარებთ პრინციპს, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, პატივი ვცეთ სასამართლოს დამოუკიდებლობას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების მიზნით, პარლამენტს ოფიციალურად მიმართა
შემდეგი სტატიაზურაბ გირჩი ჯაფარიძე: წალენჯიხაში ვაპირებთ საკუთრების შეძენას