მდინარაძე – პარტიული აქტივისტებისა და ზოგიერთი მედიის მხრიდან მოსალოდნელია პროვოკაციები, გთხოვთ, ნუ აყვებით მდარე პროვოკაციას

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე მოსალოდნელია მცირე პროვოკაციები.

„რაც შეეხება უშუალოდ შეკრებას, მოსალოდნელია, რომ მთელი რიგი პარტიული აქტივისტებისა და სამწუხაროდ, მედიების მხრიდან ტრადიციულად იქნება მცირე პროვოკაციები, ეცდებიან, შექმნან დაძაბულობის ფონი, თუმცა ყველა ჩვენს მხარდამჭერს გთხოვთ და მოგიწოდებთ, ნუ აყვებით ამ მდარე პროვოკაციას. დარწმუნებული ვარ, ისინი ვერ შეძლებენ ჩვენი შეკრებისთვის ჩრდილის მიყენებასა და მათთვის სასურველი სურათის შექმნას. ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია წლების მანძილზე ბრძოლით მოპოვებული თავისუფლების დაცვა, განვითარება, თუ სამართლიანობა, შემოგვიერთდით და ყველას ერთად ვუჩვენოთ სად, რომელი ღირებულებების მხარეს დგას ჩვენი ქვეყანა და ქართული საზოგადოება, გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიცესკოს თავმჯდომარე – საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, არჩევნების მეორე ტურის პროფესიონალურ, ყველასთვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად
შემდეგი სტატიაEPP – მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაიყვანოს