მდინარაძე: ოპოზიციას მანდატების გაუქმებას, ალბათ, არც ახლა დავუკმაყოფილებთ

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტია ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნას საპარლამენტო მანდატების გაუქმების მოთხოვნით, ალბათ, კიდევ ერთხელ არ დააკმაყოფილებს.

“საბოტაჟი, ეს არის რეალური მოცემულობა მათი მხრიდან, ეს არის საბოტაჟის ერთ-ერთი მკაფიო გამოხატულება – მათ მიერ მანდატების დატოვების მცდელობა. ჩვენ ამ საბოტაჟის წინააღმდეგ ბერკეტი ავამოქმედეთ და არ დავუკმაყოფილეთ, ალბათ ახლაც ასე მოვიქცევით”, – თქვა მამუკა მდინარაძემ “იმედის” ეთერში.

3 მარტს, ოპოზიციური პარტიების საერთო შეხვედრის შემდეგ “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ თქვა, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტს კიდევ ერთხელ უნდა მიმართონ მანდატების შეწყვეტით მოთხოვნით.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
შემდეგი სტატიაკენტი: საქართველო 2003 წლის შემდეგ მაგალითი იყო, რისი მიღწევა შეუძლიათ ქვეყნებს