მდინარაძე: ოპოზიციამ კონსტიტუციური და სამართლებრივად სწორი ერთი მოთხოვნაც ვერ დააყენა

ქართული ოცნების წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციამ 3 დღის განმავლობაში ისიც ვერ მოახერხა, სამართლებრივად სწორი და კონსტიტუციური წინადადება შეეთავზებინა მმართველი გუნდისთვის მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.

“თქვენ ნახეთ, რომ 3 დღის განმავლობაში მოთხოვნაც კი ვერ დააყენეს ისეთი, პოზიციაც კი ვერ დააფიქსირეს ისეთი იქ შეკრებილი პარტიების ლიდერებმა, რომელიც იქნებოდა კონსტიტუციური. ხან გვთავაზობდნენ გერმანულ მოდელს, 100 ხმით თითქოს გასული იყო კანონპროექტი და ა.შ. მათ სამართლებრივად გამართული მოთხოვნაც ვერ დააყენეს.

ჩვენ გვახსოვს პერიოდი, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. ძირითადი ბირთვი, მათი შემტევი ძალა გვაქვს მხედველობაში, როცა ვითომ ახორციელებდნენ საკონსტიტუციო პროექტებს, რეფორმებს, თუმცა, თითი თითზეც კი არ დაუდიათ იმისთვის, რომ შეეცვალათ კონსტიტუცია ისე, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო პროპორციული არჩევნები. შესაბამისად, ამ ხალხისგან პროპორციულ არჩევნებზე აღშფოთება ცოტა არარელევანტურია. საქართველოს ისტორიაში პირველად პროპორციული არჩევნები ქართულმა ოცნებამ ჩაწერა. მანამდე ეს არავის მოუფიქრებია, არავის გაუვლია აზრად. ახლა საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ვადის გადმოწევაზე. ეს გადაწყვეტილება ვერ იქნა აღსრულებული, შესაბამისად 2020 წელს არჩევნები გაიმართება შერეული სისტემით”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანების სიტყვა იქნება გადამწყვეტი და არა ვიღაც ერთეული ჩინოვნიკების – მაკო გომური
შემდეგი სტატიაეროვნულ დემოკრატიული პარტიის წევრებმა პარლამენტის შესასვლელთან კარავი გაშალეს