მდინარაძე ნიკა გვარამიაზე – თუ 7 მილიონამდე ზიანის მიმყენებელი ადამიანის შეწყალებაზე უნდა ვილაპარაკოთ, ბევრი ადამიანია, ვინც 10-20 და 30 ათასისთვის ციხეშია, მაშინ მათ შეწყალებაზეც ვისაუბროთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შესაძლო შეწყალება არ არის მესამე, მეოთხე თუ მეხუთე ინსტანციის შემთავსებელი აქტი, რომლის კომპეტენციაც პრეზიდენტს გააჩნია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ვინმეს ნიკა გვარამიას დაკავება უსამართლობა ჰგონია, შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში უნდა გაასაჩივროს.

„ყველამ უნდა გავითავისოთ ერთი რამ, ეს არ არის ჩვენი საქმე, პრეზიდენტის საქმეა, მაგრამ შეწყალებას ზოგადი დათქმა აქვს. შეწყალება არ არის მესამე, მეოთხე თუ მეხუთე ინსტანციის შემთავსებელი აქტი, რომლის კომპეტენციაც პრეზიდენტს გააჩნია, ანუ, მგონია, რომ რაღაც უსამართლობაა და ახლა პრეზიდენტმა შეიწყალოს. თუ ვიღაცას უსამართლობა ჰგონია, მან უნდა გაასაჩივროს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში და თუ უსამართლობაა, ეს უნდა გამოსწორდეს, რა თქმა უნდა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. თუკი 7 მილიონამდე ზიანის მიმყენებელი ადამიანის შეწყალებაზე უნდა ვილაპარაკოთ, ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც 10-20 და 30 ათასისთვის ციხეში ზის ამ ქვეყანაში, მაშინ მათ შეწყალებაზეც ვისაუბროთ. უნდა გავმიჯნოთ, ეს არის ჰუმანური აქტი ზოგადად, დამნაშავის მიმართ თუ ადამიანის მიმართ, რომელზეც „მთავარმა არხმა“ მთელი საქართველოს ევროპული მომავალი ჩამოკიდა. შესაბამისად, ამას თუ გავმიჯნავთ, მერე ამ თემაზე სწორად ვიმსჯელებთ“,-განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიგაერო-ში უკრაინის ელჩი – 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიით, ოკუპანტი განაგრძობს ქართულ მიწაზე უკანონო ყოფნას
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად რეჟისორ თემურ ჩხეიძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა