მდინარაძე – ნარკოტესტის ჩაბარების ყველანაირი ვადა გავიდა, დღეს თუ ვინმე გაიქცევა და ჩააბარებს, კიდევ მესმის

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის მერობის კანდიდატებმა ნარკოლოგიური ტესტის ჩაბარებისგან თავის არიდებით გარისკეს და გააჩინეს ეჭვები, თითქოს მათ ეშინოდათ ნარკოლოგიური ტესტის ჩაბარება.

„მგონი, ნარკოტესტებზე საუბარს უკვე აზრი აღარ აქვს, რადგან გავიდა, გადის ყველანაირი ვადა. დღეს თუ ვინმე გაიქცევა და ჩააბარებს, კიდევ ხომ, მაგრამ რატომ გარისკეს და რატომ დააყენეს რისკის ქვეშ ეჭვი იმის შესახებ, რომ თითქოს მათ ეშინოდათ და ამ შიშის მიზეზები გასაგები შეიძლება იყოს, მე ნამდვილად არ ვიცი. ჩემთვის რომ ვინმეს ეთქვა და ეჭვი შეეტანა რაღაცაში, როგორც მინიმუმ, ირიბად მაინც, აუცილებლად იმავე დღეს წავიდოდი და ჩავაბარებდი. რადგან გადატანა ხდება ყურადღების სხვა საკითხებზე, ეს რა თქმა უნდა, ეჭვს წარმოშობს, თუმცა ამაზე არავის უფიქრია მაშინ, როდესაც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაზე გვქონდა საუბარი და თბილისის მერს და მერობის კანდიდატ კახა კალაძეს, ამის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული კამპანია დავარქვათ თუნდაც, გადაიზარდა ეჭვებში და საკმაოდ ლეგიტიმურ ეჭვებში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშირაულ ქირია: ბარიერის მინიმუმამდე დაწევა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, შეიცავს პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს და საშიშია ქვეყნის სუვერენიტეტისთვის
შემდეგი სტატიაიუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“ დღეს საპილოტე რეჟიმში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში ასრულებს სამუშაოს