მდინარაძე – „ნაცების“ სქემა ნათელია – მანიპულაციით უნდოდათ ცესკოს თავმჯდომარის დაბულინგება, მისი გადაყენება და ისევ ხაზარაძის პარტიის წევრს უნდა ჩაეტარებინა არჩევნები

„ნაცების“ სქემა ნათელია – მანიპულაციით უნდოდათ ცესკოს თავმჯდომარის დაბულინგება, მისი გადაყენება და ისევ ხაზარაძის პარტიის წევრს უნდა ჩაეტარებინა არჩევნები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ქონებასთან დაკავშირებით “ტვ პირველის” მიერ მომზადებულ სიუჟეტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ სიუჟეტში გასული მასალა უხეში მანიპულაცია და უხეში “ფეიკია”.

“ბულინგით კალანდარიშვილის გადაყენებას შეცდებოდნენ. ისინი ცდილობდნენ, რომ მათ პარტიულ წევრს ჩაეტარებინა არჩევნები. “ნაცების” სქემა ნათელია. “ნაცების” დანამატმა ხაზარაძემ ეს მოინდომა, ჩაუვარდა და ახლა იქნებ შემოატრიალოს ამბავი – პრეზიდენტმა დაადო ვეტო. ეს არის მთელი ისტორია, ყველაფერი ნათელია.

გარანტიას გაძლევთ, სიცოცხლით ვაგებ პასუხს, ცხოვრების განმავლობაში, უკანონო შემოსავალს ერთ თეთრს ვერ მიპოვით. ასევე, ვარ დარწმუნებული ჩემი თავიდან გამომდინარე, ბევრ ადამიანზე. მართლა რაღაცნაირი სიუჟეტი იყო. დღეს გამოქვეყნდა წერილი და ფარდა აეხადა ყველაფერს,” – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიზარქუა ხაბეიშვილს – რა ქენი გუდუნა ეს? რას დაგამსგავსეს ბიჭო, ჰა? რა გიქნა „სტრატეგია აღმაშენებელმა“
შემდეგი სტატიამდინარაძე – ხაზარაძე ბოდიალობს, ჩარჩენილია 37-იანი წლების კომუნისტური პარტიის მეთოდოლოგიაში