მდინარაძე: „მიშიზმი“ არ ვარგა, დითირამბების მიძღვნა, ხმის ჩახლეჩვები და წატირებები

მხოლოდ კიმ ჩენ ინის ტელევიზიით და კიმ ჩენ ინისტები აკეთებენ ამას, „მიშიზმი“ არ ვარგა, თანამედროვე სამყაროში ალბათ კიმ ჩენ ინისტები თუ მოიძებნებიან, დაახლოებით ასეთი დითირამბების მიძღვნა, ხმის ჩახლეჩვები და წატირებები ხდება, პუტინისტებიც კი აღარ აკეთებენ ამას, მხოლოდ კიმ ჩენ ინის ტელევიზიით და კიმ ჩენ ინისტები აკეთებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება სახელმწიფომ გადაწყვეტილებები ერთი ადამიანის ახირებაზე მიიღოს, რომელსაც რეალური საფუძველი არ აქვს.

„წარმოუდგენელი ამბავია. შესაბამისად, ჩემი აზრით, ამის ფინალი იქნება ის და პროცესი დაწყებულია, რომ ბევრი ადამიანი „ნაცმოძრაობის“ შიგნითაც კი დარწმუნდება, რომ ერთი კაცის ახირებაზე სიარული არ ვარგა, „მიშიზმი“ არ ვარგა. ნამდვილად ვეღარ წარმომედგინა, რომ „მიშიზმი“ „ნაცმოძრაობის“ ბევრ ლიდერში, სისხლსა და ხორცში იყო გამჯდარი. თანამედროვე სამყაროში ალბათ კიმ ჩენ ინისტები თუ მოიძებნებიან. იცით ეს რა მიმდინარეობაა? აღიარება რომ არაფრის ხდება, დაახლოებით ასეთი დითირამბების მიძღვნა, ხმის ჩახლეჩვები და წატირებები ხდება. ბოლო პერიოდში ეს რუსეთშიც აღარ გვინახავს, პუტინისტებიც კი აღარ აკეთებენ ამას. რაც საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში ვნახე, მხოლოდ კიმ ჩენ ინის ტელევიზიით და კიმ ჩენ ინისტები აკეთებენ ამას. ეს უნდა დამთავრდეს და დამთავრდება, სხვა შანსი არ არსებობს“, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიუგულავა: SOS: ფოთის არჩეულმა დეპუტატებმა გამოაცხადეს შიმშილობა, 6 საათზე იგეგმება მათზე საპოლიციო თავდასხმა
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი: მივესალმები სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც ომბუდსმენმა შექმნა