მდინარაძე მელიას განცხადებას გამოეხმაურა – არ მჯერა იმ პარტიების პროდასავლურობის, რომლებმაც ქართველ სამხედროებს ომის დაწყება დააბრალეს

ნამდვილად არ მჯერა იმ პარტიების და პარტიის წარმომადგენლების პროდასავლურობის, რომლებმაც ამ ქვეყანას და ქართველ სამხედროებს ომის დაწყება დააბრალეს, დოკუმენტი კი საგულდაგულოდ დამალეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რითაც აქციებთან დაკავშირებით ნიკა მელიას დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი მოჩვენებითია.

„იმ პარტიებმა და პარტიის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ამ ქვეყანას და ქართველ სამხედროებს ომის დაწყება დააბრალეს, შემდეგ ეს დოკუმენტი საგულდაგულოდ წლების განმავლობაში დამალეს და სულ რაღაც ორი-სამი წლის წინ ამოუვარდათ, მათი კურსების, განსაკუთრებით პროდასავლურობის ნამდვილად არ მჯერა და ვერასდროს დავიჯერებ. მათ მედიასაშუალებებში თითქმის 100-დან 99 პროცენტი ჩემი და ჩვენი თანაგუნდელების განცხადებები იჭრება ხოლმე და ქრება. რატომ? არ უნდათ, რომ საზოგადოების ყველა ფენამდე მივიდეს ინფორმაცია, რომ არის ფაქტი.

თავის დროზე ამ ხალხს ოკუპანტი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი. მათ ქართველ სამხედროებს ომის დაწყება დააბრალეს. შემდეგ ამ დერეფნებში დასდევდნენ მათი მედიასაშუალების წარმომადგენლები ადამიანებს, ვინ დაიწყო ომი და იქნებ, ვინმეს რამე წამოსცდენოდა. სამი საათის განმავლობაში უშედეგო მცდელობის შემდეგ რომ ვერ წამოაცდენინებდნენ ხოლმე, თავიანთ ტელევიზიებში ბრუნდებოდნენ და ამ თემაზე სიუჟეტები საერთოდ აღარ გადიოდა, ან თუ რაღაც ინტერპრეტაციის საშუალება ექნებოდათ, ამ ინტერპრეტაციას ახორციელებდნენ. ეს ყველაფერი მათ შორის იმის გარდა, რომ ქართული ოცნების გაშავებას ემსახურება, ემსახურება საკუთარ რეაბილიტაციას ამ მიმართულებით.

საქართველოში პირადად ვიცნობ უამრავ გულწრფელად მოფიქრალ ადამიანს, ვისაც ჰგონია, რომ „ნაცმოძრაობა“ პროდასავლური ძალაა, მაგრამ როცა კომუნიკაციაში შევდივარ და კითხვას ვუსვამ, როგორ შეიძლება ასე მოხდეს, რომ ყველაფერი გვერდზე გადავწიოთ, როგორ შეიძლება, პროდასავლური იყოს ძალა, რომელმაც თავის ქვეყანას და სამხედროებს დოკუმენტში დააბრალა ომის დაწყება და ამ დოკუმენტს მხარი დაუჭირა. ამაზე პასუხი არავის აქვს ხოლმე. მხოლოდ გაკვირვება და გაჩუმება მინახავს ადამიანების. ამიტომ ეს ყველაფერი მოჩვენებითია. ერთი მიზანია, რომ „ქართული ოცნება“ გააშავონ და მეორე, საკუთარი დანაშაული ჩაფარცხონ, ისევე, როგორც წლების განმავლობაში არავინ იცოდა, რომ დოკუმენტი არსებობდა, სადაც მათ ქართველ სამხედროებს ომის დაწყება დააბრალეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი: ციხის მედპერსონალმა არ იცის აპარატურის გამოყენება ,მიხეილ სააკაშვილი გაოცებულია
შემდეგი სტატიასუბარი – კოალიცია სასაცილო გახდა