მდინარაძე – მცდელობა და სურვილია, საქართველოში ხელისუფლებას წარმოადგენდნენ აგენტები და არა მეგობრები

მცდელობა და სურვილია, საქართველოში ხელისუფლებას წარმოადგენდნენ აგენტები და არა მეგობრები, მაგრამ ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური დარტყმები არჩევნებამდე გაგრძელდება.

„საქართველოში მცდელობა და სურვილია, რომ ხელისუფლებას წარმოადგენდნენ აგენტები და არა მეგობრები. არჩევნებამდე სულ ასეთი დღის წესრიგი და პოლიტიკური დარტყმები იქნება, მაგრამ ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ მათ ქვეყანას წარმოადგენდეს აგენტურა და არა ის ადამიანები, ვინც კონსტიტუციური დათქმის შესრულებას ღირსებით ცდილობენ. ცდილობენ ორ ფეხზე დგომით, მშვიდობით დემოკრატიული, ევროპული გზით და არა ომით. როგორც კი ისინი ხელისუფლებაში მოვლენ, ეცდებიან საქართველო ომში ჩაერთოს, ქვეყანა ჩამოიშალოს. ამას ხელისუფლება კი არა, ქართველი ხალხი არ დაუშვებს. სამწუხაროდ, არჩევნებამდე დარტყმები სულ იქნება. ახლა არჩევნების ლეგიტიმაციაზე დაიწყეს საუბარი ამდენი თვით ადრე. ეს მაშინ, როცა ელექტრონული არჩევნები იქნება და წინასაც დემოკრატიულობის თვალსაზრისით ვერაფერი დაუწუნეს. პარალელური დათვლის მონაცემები აყალბეს და მეტი რა უნდა მომხდარიყო, რომ თვალი აგხელოდათ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე – საქართველო არასდროს დაეთანხმება ვენეციის კომისიის იმ მოწოდებას, რომ ქვეყანაში დაშვებულ იქნას ერთნაირსქესიანთა ქორწინება
შემდეგი სტატიააქუბარდია – „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ საქართველო დააშოროს ევროკავშირს