მდინარაძე: მაგიდაზე დასკოჩილი ბიჭების გაუპატიურების ავტორები საუბრობენ ადამიანის უფლებაზე

“რაც არ უნდა სასაცილო და პარადოქსული იყოს, მაშინდელი სისტემის შემქმნელები და მთავარი შემქმნელი იმ სისტემის, დღევანდელ სისტემას უწუნებს რაღაცებს. ძალიან მიმძიმს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მაგიდაზე გადასკოჩილი ბიჭების გაუპატიურების ავტორები და შემკვეთები ძალადობაზე და ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობენ.

ეს ხდება ამ ქვეყანაში სამწუხაროდ და ფეიკები იდგება იმისთვის, რომ ცოტა მაინც გაანეიტრალონ ეს კონტრასტი, რაც შეუძლებელია. შეუძლებელია, რომ დღევანდელ სისტემაში ვინმეს რამე საფრთხე დაემუქროს, მათ შორის, ამ სისტემის შემქმნელ ადამიანს. ესეთი საფრთხეები რეალურად ბუნებაში არ არსებობს, რეალურად არსებობს ფეიკი, რომელიც კიდევ უფრო გამძაფრდება არჩევნების მოახლოებისთვის.”- ამბობს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – კოვიდპასპორტებთან დაკავშირებით კარგი პროგრესი გვაქვს
შემდეგი სტატიაკობახიძე: ჩვენი მიდგომა მარტივია – ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული, რასაც მიეჩვია ქართული საზოგადოება