მდინარაძე: ლორა ტორნტონის განცხადება მთლად კორექტული არ იყო

ლორა ტორნტონის განცხადება მთლად კორექტული არ იყო – ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გააკეთა. მამუკა მდინარაძე ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელის ლორა თორნტონის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს რუკაზეც კი ვერ მოძებნის.
“არ უნდა გამოიყენოს ქართული სახელმწიფოს დაცინვა. მისი მხრიდან კორექტული განცხადება ნამდვილად არ იყო. საბედნიეროდ, იმ ქვეყანაზეა საუბარი, რომელიც ჩვენი მეგობარი და პარტნიორია”, – განაცხადა მდინარაძემ

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის პასუხი უმრავლესობას
შემდეგი სტატიამე მახსოვს გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტ მარგველაშვილის პროტესტი