მდინარაძე: კომისიის მუშაობით დადგინდა, რომ ცეცხლის გახსნის ბრძანება სააკაშვილმა გასცა

ძალიან მწარე სიმართლე!

ორი დღეა სრული ისტერიაა კოლექტიურ ნაცმოძრაობაში.

გასაგებ მიზეზთან ერთად, მათ ძალიან აწუხებთ კომისიის გამოძიება აგვისტოს ომის თემაზე, სადაც:

1. დადგინდა, რომ ცეცხლის გახსნის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა 2008 წლის 7 აგვისტოს 23 საათსა და 45 წუთზე. ამას თავად დავალების მიმღები გენერალი გოგავაც ადასტურებს.

2. ⁠ნაციონალურმა მოძრაობამ ინფორმაციის არსებობის მიუხედავად, არ გააფრთხილა კოდორის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა, რითაც სიკვდილისთვის გაწირა საკუთარი ქვეყნის ათასობით მოქალაქე.

3. ⁠ომიდან ორი თვის თავზე მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომლითაც:

აღიარეს ომის დაწყება!

ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაული!,-წერს სოციალურ ქსელში ივანიშვილის წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი – ელენე ხოშტარია თავს მხნედ გრძნობს და მიიჩნევს, რომ კანონდარღვევა არ ჩაუდენია – ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია თავისუფალია