33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

მდინარაძე: ხვალაც შეიძლება დანაშაული მოხდეს, 45 000 ადამიანში ვიღაცამ შეიძლება შეარცხვინოს კვლავ პოლიციის მუნდირი

ხვალაც შეიძლება დანაშაული მოხდეს, 45 000 ადამიანში ვიღაცამ შეიძლება შეარცხვინოს კვლავ პოლიციის მუნდირი. ამის გარანტიას ვერავინ ვერავის ვერ მისცემს ვერასდროს,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ პროპაგანდისტული იმედის ეთერში.

,,ვერც მე მივცემ მოსახლეობას გარანტიას, რომ ხვალ პოლიციელი რაღაც დანაშაულს არ ჩაიდენს, 45 000 ადამიანიდან რომელიღაცა. მაგრამ გარანტიას მე მივცემ იმისა, რომ დაუსჯელი ვერ დარჩება ვერცერთი. ყველას ვაფრთხილებ პოლიციელი იქნება თუ სხვა ადამიანი, რომელიც პოლიციელის დისკრედიტაციას შეეცდება. ერთის მხრივ პოლიციელის მუნდირის, გმირი ხალხის შეურაცხყოფას არავის გავუტარებ და მანიპულაციებით მათი დისკრედიტაციის კამპანიას, ისე როგორც გუშინ ვნახეთ, რომ იცოდნენ რომ დაკავებული იყო და ანონსში ეს შეგნებულად არ ჩასვეს და მეორეს მხრივ, პოლიციელი იქნება თუ რომელიმე უწყების სხვა წარმომადგენელი, მათაც პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფას არ გავუტარებ”,- ამბობს მამუკა მდინარაძე პროპაგანდისტული იმედის ეთერში.

გუშინ TV პირველმა კადრები გაასაჯაროვა და თქვა, რომ პოლიციელები ხალხის წამების კადრებს საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო ვინც მათ ეს ჩათი გაუტეხა და სისტემის მხილებისთვის ფაილები გადმოწერა, დააკავეს. მათივე ცნობით, შსს-ს თანამშრომლები სასურველ ჩვენებებს სწორედ ამ მეთოდებით მოიპოვებენ. ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, “ეს ხდება პოლიციაში და შეუძლებელია, სხვებს არ გაეგოთ და ხელმძღვანელობას არ სცოდნოდა”. როგორც TV პირველს დაკავებული პირის დედა ეუბნება, პოლიციელები მოქალაქეებს “სიგარეტებს აწვავენ, აქრობენ ტანზე და აშიშვლებენ”.

ამ კადრების გავრცელებიდან მალევე განცხადება გაავრცელა შსს-მ, რომლის თანახმადაც ძალადობა 2022 წლის ზაფხულში აჭარის რეგიონში მოხდა, მასში მონაწილეობდნენ ქობულეთში მივლინებით მყოფი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. მათივე თქმით, დანაშაული 2026 წლის თებერვალში გამოვლინდა და აღნიშნული პირები 23 თებერვალს დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიშაბათის მარშზე ხმაური იყო
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: გრიგოლ ბესელია უნდა დაიჭირონ და მზია ამაღლობელი გამოუშვან