მდინარაძე: ხელოვნური კრიზისი დასრულებულია, ეს საქართველოს გამარჯვებაა

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე პარტიების მიერ ხელმოწერას აფასებს.

მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ხელოვნური კრიზისი დასრულებულია.

„ხელოვნური კრიზისი დასრულებულია, მადლობა ჩვენს მთავარ პარტნიორებს – ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათ ოფიციალურ წარმომადგენლებს, ეს საქართველოს გამარჯვებაა, კიდევ ბევრჯერ გავიმარჯვებთ, ქართველ ხალხთან ერთად და უპირველესად, მათი, ქართული საზოგადოების გვერდში დგომით. განსაკუთრებული მადლობა „ქართული ოცნების“ უდიდეს გუნდს და უმაგრეს ჯარისკაცებს, ჩვენს ერთგულ, ჭკვიან, პრაგმატულ და საქართველოს პატრიოტ ამომრჩევლებს“, – წერს მდინარაძე.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი: “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” კვლავ დესტრუქციულად იქცევიან
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ორბელიანების სასახლესთან აქციას მართავენ და მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას აპროტესტებენ