მდინარაძე: ხანდახან მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს შენი ქვეყნის ხელისუფლება, უნდა დახუჭო თვალი და არ ილაპარაკო

ხანდახან მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს შენი ქვეყნის ხელისუფლება, უნდა დახუჭო თვალი და არ ილაპარაკო – განცხადება ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მდინარაძემ დღეს დადეგმილი აქციის შეფასენისას თქვა ისიც, რომ ადამიანები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე გასვლას გეგმავენ, “ცდილობენ საქართველოს მოსახლეობის, ქართული საზოგადოების მიერ არჩეულ ხელისუფლებას დააბრალონ პრორუსულობა”.

ამაზე მეტი მავნებლობა, თან ამ მართლაც ისტორიულ პროცესში, მართლაც ხომ არ არსებობს. იმიტომ, რომ შენ ასე ალაგებ 10 წელია, რომ ვიღაცას აბრალებ პრორუსულობას და ახლა არ გინდა აქედან გადაუხვიო, ამით ხომ შენს ქვეყანას აზიანებ?

ხანდახან ხომ დგება მომენტები, როდესაც მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს შენი ქვეყნის ხელისუფლება, მოგონილზე კი არ მაქვს საუბარი, მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს, ამაზე უნდა დახუჭო თვალი და არ ილაპარაკო რაღაც მომენტში. თეორიულ დაშვებას ვაკეთებ, არათუ სიმართლეზე და ობიექტურ გარემოებებზე, არამედ მოგონილ ამბებზე აგებენ ისეთ ნარატივს, რომელიც ცალსახად, უტყუარად და უდავოდ დამაზიანებელია ამ ქვეყნისათვის და მისი ევროპული პერსპექტივისათვის”- განაცხადა მდინარაძემ.,

banner
წინა სტატიაშიგია ნოდია: ხალხმა ჩვენს ქვეყანაზე ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ
შემდეგი სტატია“ოცნების” ყოფილი წევრი შოთა შალელაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება