მდინარაძე: კახი გამორჩეულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გუშინ აფრიკის დასახლებაში არსებული თვითნებური შენობა-ნაგებობების მესაკუთრეები დემონტაჟის შესახებ წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულები. მისი თქმით, არც ერთი ნაგებობა, რომელიც გუშინ მერიის გადაწყვეტილებით დაინგრა, არ იყო საცხოვრისი, რადგან ყველა მათგანი მშენებარე იყო.

“ყველა შენობა, რომლის დემონტაჟიც მოხდა, იყო უკანონო და ამავე დროს მშენებარე (და არა დასრულებული) ნაგებობა”, – ამბობს მდინარაძე, – “გუშინ არ მომხდარა არც ერთი ადამიანის საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლება – ეს შეგნებულად გავრცელებული ცრუ ინფორმაციაა”.

კალაძემ დღის ბოლოს დასახლებაში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს, რომელთა ფოტოც დღის განმავლობაში სოციალურ ქსელსა და მედიაში ვრცელდებოდა, ბინა აჩუქა.

მდინარაძე კი დემონტაჟის დაწყების გადაწვყეტილებას პრიცნიპულსა და სახელმწიფო ინტერესებისთვის სასარგებლოს უწოდებს და ამავე დროს, თბილისის მერის ჰუმანურობაზე საუბრობს.

“კახი ყოველთვის გამორჩეულია იმით, რომ შეუძლია იყოს სახელმწიფო ინტერესების გამტარებელი, ძალიან პრინციპული და ამავდროულად ყველა გააკვირვოს თავისი ჰუმანურობით“, – აცხადებს მდინარაძე.

banner
წინა სტატიაშიმე ამიკრძალეს ტაძარში გალობა– თამრიკო ჭოხონელიძე
შემდეგი სტატიავოლსკი – მთავრობის შემადგენლობაში ფუნდამენტური ცვლილებები არ იქნება