მდინარაძე: კაცების და ქალების დაყოფა და წარსულში ჩარჩენა პოლიტიკური მარაზმია

“ბატონო მამუკა, ასეთი რაღაცები არ უნდა შეგეშალოთ. ქალის მიმართ ასეთი განცხადებები არ არის სწორი, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ამიტომ მოვუწოდებ ამ ადამიანს რომ ცოტა დააკვირდეს რას ლაპარაკობს და შეურაცხყოფის რაღაც ცინიკურ და მსგავს ფორმებს თავი დაანებოს. მას არ გამოადგება ეს პირველ რიგში პოლიტიკაში. კაცების და ქალების ასე დაყოფა და წარსულში ჩარჩენა არის, რბილად რომ ვთქვათ, პოლიტიკური მარაზმი. ”- უმრავლესობის დეპუტატი მამუკა მდინარაძე მამუკა ხაზარაძის კომენტარს ეხმაურება, სადაც მან თქვა, რომ “მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, თუ რა არის ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ არ ვიცი რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა ამ მილიარდებს აბარებენ.”

banner
წინა სტატიაში„ეს არის სრული ფარსი” – სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის განხილვას პარლამენტში მწვავე კამათი მოჰყვა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – შავ ზღვაზე რუსეთის გაძლიერების ფონზე, ნატო-ს წარმომადგენლობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი