მდინარაძე: ისინი ვიღაცის წისქვილზე ხომ არ ასხამენ წყალს ?

“ქართული ოცნების” დეპუტატის, მამუკა მდინარაძის აზრით, რადიკალური ჯგუფების ქმედებები, მათ შორის ჟურნალისტებზე ძალადობა ოპოზიციის წარმომადგენლების და თბილისი პრაიდის ორგანიზატორების “წისქვილზე ასხამს წყალს”.

“ერთი კითხვა მაქვს ამ ყველაფრის ორგანიზატორებთან, თუ კი მათ [ძალადობრივ ჯგუფებს] ისევე როგორც ქართული საზოგადოების ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ნაწილს, მიაჩნიათ, რომ ეროვნული ინტერესები, იდენტობა, ინტერესები, ეკლესია და ასე შემდეგ უნდა დაიცვან, მაშინ ის ქმედებები, რაც მათმა ნაწილმა განახორციელა, პირიქით, ხომ არ უწყობს ხელს ამ ყველაფრის დისკრედიტაციას? ხომ არ არის პირიქით, ისინი ვიღაცის წისქვილზე ხომ არ ასხამენ წყალს და ის ვიღაცები არიან, მათ შორის, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და პრაიდის ორგანიზატორები, რომლებიც, ალბათ, ამას ინატრებდნენ და ამას ისურვებდნენ, მათ განეხორციელებინათ ძალადობა ჟურნალისტების მიმართ”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაში“ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორ გიორგი ღლონტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისძვრა იყო