მდინარაძე იან კელზე: ეს ადამიანი ღია ლობიზმს უწევს “ნაცმოძრაობას”

“იან კელის განცხადებები ამ ბოლო დროს კიდევ უფრო რადიკალური და მწვავე ხდება და ეს ადამიანი ღია ლობიზმს უწევს ნაცმოძრაობას” – აცხადებს მამუკა მდინარაძე საქართველოში, აშშ-ს ყოფილი ელჩის, იან კელის კრიტიკაზე საუბრისას.

ენმ-სთან აფილირებული უწოდა დიპლომატს ალუდა ღუდუშაურმაც.

“იან კელი იქნება თუ სხვა ნებისმიერი პირი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია, მოიაზრება ან აფილირებული არის ნაციონალურ მოძრაობასთან, რომელიმე ოპოზიციურ ჯგუფთან ან მათ ინტერესებთან, რა თქმა უნდა, ეს უბრალოდ უხერხულობას უნდა იწვევდეს, იმიტომ, რომ როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, როდესაც საუბარია თანმდიდევრულ, სამართლიან ნაბიჯებზე, უხერხულია ამის საპირისპიროდ გვესმოდეს ასეთი განცხადებები” – ამბობს ღუდუშაური

“ქართული ოცნების” ლიდერების გაღიზიანება იან კელის “ტვიტმა” გამოიწვია, სადაც ის თავმჯდომარე კობახიძეს მიმართავს და მოუწოდებს, შეწყვიტოს კელი დეგნანის რეპუტაციისა და კვალიფიკაციის დისკრედიტაცია.

 

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე: ბანკს დღესაც მამუკა ხაზარაძის სახელი რომ ჰქვია, ეს არის გაუნათლებლობის ბრალი
შემდეგი სტატიასიმონიშვილი: სუს-ის მხრიდან ​გამოძიების დაწყება კითხვებს თავიდანვე ბადებდა