მდინარაძე – გრიგოლ ვაშაძის წასვლა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იქნება დამაზიანებელი

გრიგოლ ვაშაძის წასვლა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იქნება დამაზიანებელი. როცა თავმჯდომარე კონკრეტული, გაცხადებული თუ დამალული მიზეზების გამო მიდის პარტიიდან, ეს ნიშნავს მათი დაშლის ერთ-ერთ წინაპირობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ იშლება, რადგან რამდენიმე ნამსხვრევი ამ პარტიის სამწუხაროდ დღესაც არის პოლიტიკური სივრცეში და მცირე წარმატებებსაც აღწევენ საარჩევნო კონტექსტში. კიდევ იშლება ეს ორგანიზაცია. არის გაცხადებული მიზეზები – ანტიდასავლური პროპაგანდა, რომელსაც დაადგა ეს პარტია შემაწუხებელი აღმოჩნდა მისი ლიდერისთვის. მეორეა, რაზეც მან ვერ ილაპარაკა, ეს არის ჩემი აზრით, ის ტყუილ-მართალი, რომელიც ერთმანეთში აირია ბოლო პერიოდის განმავლობაში. ჩემი აზრით, არის რაღაც რაც მან თქვა და რაც მან არ თქვა. მაგალითად, ის რაც თქვა, ეს არის საგარეო კურსთან მიმართებით აბსოლუტურად არაორდინალური დამოკიდებულება მისი გუნდისა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის დეკლარირებდა როგორც პროდასავლური ძალა და სინამდვილეში, მათი საქმე ცოტა სხვანაირად ყოფილა.

„ის რაც არ თქვა, ეს არის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები. ოპოზიციური სპექტრიდან ყველა ამბობდა, რომ არჩევნები გაყალბდა. ეს იყო ისეთი ნარატივი, რომლის უარყოფა მათ ერთმანეთს დააჯერეს, რომ სამშობლოს ღალატი იქნებოდა, ამ ფონზე აღმოჩნდა, რომ PVT -ის მონაცემებია გაყალბებული, ესეც მაგალითად იმ რგოლშია, რომელიც მან არ თქვა. აღმოჩნდა, რომ საქართველოში, სადაც არჩევნების გაყალბებას აბრალებენ ხელისუფლებას, ცესკო-ს და ა.შ. პარალელური დათვლის მონაცემები ყალბდება. ეს არის უმძიმესი სკანდალური რეალობა, რომლის წინაშეც კონკრეტულმა პერსონებმა დაგვაყენეს. მე არ მინდა, რომ ამით დარტყმა მიადგეს „ისფედს“, რომელიც არის ავტორიტეტული ორგანიზაცია და უნდა უზრუნველვყოთ, რომ რეპუტაციული ზიანი ამ ორგანიზაციის იმიჯს ამით არ მიადგეს, არამედ გაირკვეს ის ჯგუფი, პერსონები, ვინც პარალელური დათვლის მონაცემების გაყალბება გაბედა”, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიკარლ ჰარცელი – გრიგოლ ვაშაძე არის შესანიშნავი პოლიტიკოსი, კარგი კოლეგა და მეგობარი
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა Covid-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა