მდინარაძე გახარიას დაჭერით ემუქრება

სასტუმრო “შერატონში” “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ივანიშვილის გუნდი ყოფილ პრემიერს დაჭერით ემუქრება.

მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება თავად გახარიამ დაიწყო და მას მიუთითებს, “დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას?”.

“ახლა გამოსაძიებელია მხოლოდ ის, ამას პოლიტიკური სარჩული ედო, თუ არა. თუ ასე იყო, უმძიმესი მუხლია” – ირწმუნება არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატი.

გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას? რაც საკმაოდ მძიმე მუხლია. მაგრამ ეს ჩემი ვარაუდია, მხოლოდ. ის თავს დაესხა დიტო სამხარაძეს, ფიზიკური ძალადობა პირველი იყო მისი მხრიდან და ახლა გამოსაძიებელია მხოლოდ ის, ამას პოლიტიკური სარჩული ედო, თუ არა. თუ ასე იყო, უმძიმესი მუხლია, 325-ე თუ არ ვცდები და 325-ე მუხლის ჩადენის მცდელობას ხომ არ ჰქონდა ადგილი. დიტო სამხარაძე თავად გასცემს გამოძიებას პასუხს.” – ამბობს მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, “საქართველოსთვის” ლიდერს, გიორგი გახარიას გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” თავს დაესხნენ. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

პარტიის წევრები პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებენ. გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

“შერატონში” თავდასხმის ობიექტი გახდა ასევე ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი პროვოკაციის მომსწრეები ვართ, ეს არის ერთგვარი ტენდენცია რადიკალების მხრიდან, მიზანმიმართული შეურაცხყოფები, ეს ფაშიზმი უნდა დავამთავროთ
შემდეგი სტატიანიდერლანდების ელჩი – პოლიტიკური რეპრესიებისა და ძალადობის მზარდი შემთხვევები შემაშფოთებელია, ქართული საზოგადოება უკეთესს იმსახურებს