25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

მდინარაძე: ეს უნდა იყოს გაფრთხილება, რომ ვერც ერთმა უცხო ქვეყნის ფარულმა წარმომადგენელმა თავი დაცულად ვერ იგრძნოს

ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ პირებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ეს დაკავებები მკაფიო სიგნალია ყველა უცხოური სპეცსამსახურისთვის, რომ ქართული სახელმწიფო აგენტურულ ქსელებს შეუმჩნეველს არ დატოვებს.

ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ მდინარაძემ აღნიშნა, რომ ქართული სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართულებით დღეს ისეთი ძლიერია, როგორიც არასდროს ყოფილა.

„ეს უნდა იყოს ნიშანი, გნებავთ გაფრთხილება, ყოველგვარი მუქარის გარეშე, საიმისოდ, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ვერც ერთმა სხვა ქვეყნის ფარულმა წარმომადგენელმა თავი დაცულად ვერ იგრძნოს, როგორც მინიმუმ. ვპირდები ყველას, რომ არც ერთი ასეთი ადამიანი შეუმჩნეველი აღარ დაგვრჩება“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ამის თქმის საფუძველს მას შესაბამისი უწყებების სიძლიერე აძლევს

banner
წინა სტატიაშიხანმოკლე წვიმა, ელჭექი და სითბო — როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 2-4 ივნისს
შემდეგი სტატიაგუბა საჯაია: “ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა ჩვენი უპირველესი პასუხისმგებლობაა”