მდინარაძე: ეს მოშეს გეგმა იყო საოცრება

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძე “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ “მოშეს გეგმას” სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ამ არჩევნების წინ უცხოელი კონსულტანტი არ ჩამოუყვანიათ. მდინარაძე ამბობს, რომ ეს გეგმა ნიკა გვარამიას მიერ მოგონილი “ფეიკია”.

“აი ეს მოშეს გეგმა იყო საოცრება ე.წ. მოშეს გეგმა. პირველი, არც მოშე და არც სხვა უცხოელი კონსულტანტი ჩვენ არ ჩამოგვიყვანია, მათი მომსახურებით ამ არჩევნებზე წელს არ გვისარგებლია, განსხვავებით 2018 წლისგან. ეს რომ გაავრცელეს მითხრეს, გადავახვიე და ვუყურე ნაწილს, “მთავარ არხზე” გასული სიუჟეტი იყო და შემდეგ ამაზე მსჯელობდა 4 ადამიანი, ჩემთვის ერთადერთი კითხვა იცით რა იყო?!

ოთხივემ იცოდა, რომ ეს გვარამიას მოგონილი ფეიკი იყო და უწვალია ამაზე, ბევრი უწერია, თუ გვარამიამ თქვა დანარჩენი სამი, თუ გვარამიამ და კვესიტაძემ დანარჩენი ორი მოატყუა, და იმ ორს, სამს ან ერთს მაინც მართლა სჯეროდა, რომ რეალურ დოკუმენტზე მსჯელობდნენ. წარმოიდგინეთ სამსახიობო შესრულება რა დონის იყო, თავისი მოგონილი ფეიკი ედოთ წინ, თავისი შექმნილი, ამაზე ბრაზდებოდნენ, იცინოდნენ, ჩვენ გვამუნათებდნენ, გვლანძღავდნენ, ოღონდ თავისი შექმნილი დოკუმენტი ედოთ წინ, წარმოიდგინეთ რა ხარისხში ავიდა ფეიკი”, – თქვა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი-ჩვენი ამომრჩევლებისთვის უსაფრთხო და სამართლიანი გარემოს უზრუნველსაყოფად ძალისხმევას არ დავიშურებთ
შემდეგი სტატიაკორძაია სააკაშვილის ჩამოსვლაზე: არავითარი ნიშანი არ არსებობს, რომ არეულობას გამოიწვევს