მდინარაძე: დეკანოიძემ და უგულავამ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს (video)

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრების გიგი უგულავასა და ხატია დეკანოიძის მიერ ქართული ოცნების საარჩევნო ბანერების გადაღებვას “სისხლის სამართლის დანაშაულად” აფასებს.

მისი მტკიცებით, ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ “სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური დანაშაული ჩაიდინეს”.

“ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ, ქუთაისში, ჩვენი საარჩევნო ბანერის დაზიანებით, ჩაიდინეს როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური დანაშაული:

1. მათ ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.

2. როგორც ომის პარტიის ჭეშმარიტმა წარმომადგენლებმა, მხოლოდ წარწერა “არა ომს” წაშალეს, რითაც პატრონებს ომის ერთგულება დაუდასტურეს!

პ. ს. თუ ახლა გამოხტებიან, ადმინისტრაციულიაო – კი ბატონო, უბრალოდ მერე თქვენი შეუღებავი ბანერები გექნებათ საძებნი ახლა ერთადერთი ის უნდა ინატრონ, იქნებ გაიწმინდოს, დასვრა გამოვიდეს და არა დაზიანებაო”, – წერს ის Facebook-ზე.

ხატია დეკანოიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, ის და გიგი უგულავა თეთრად ღებავენ ქართული ოცნების პროპაგანდისტულ ბანერს.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: რაც შეეხება თვითონ პარტიების გასამართლებას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველოში დასრულდეს ეს ჩაკეტილი წრე, რასაც ჰქვია პოლარიზაცია, რადიკალიზმი
შემდეგი სტატიაკობახიძე: რაც შეეხება ბოდიშის თემას, ჩვენ თუ გვინდა ურთიერთშერიგება, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რა თქმა უნდა, გზა გადის ამ ყველაფრისკენ ურთიერთშერიგებაზე და ურთიერთშერიგება არ არსებობს ურთიერთპატიების გარეშე