მდინარაძე – დავალებებით მუშაობა, პირადი ცხოვრების ამსახველი კომპრომატებით შანტაჟი, დამნაშავეობა და გარყვნილებაა კოლექტიური „ნაცების“ მთავარი მახასიათებელი

დავალებებით მუშაობა, პირადი ცხოვრების ამსახველი კომპრომატებით შანტაჟი, დამნაშავეობა და გარყვნილებაა კოლექტიური „ნაცების„ მთავარი მახასიათებელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს შსს-ს მიერ ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლის, მარი იაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას სოციალურ ქსელში დაწერა.

„უჩას პორნოფაილები – თავისივე ოჯახის წევრის მონაწილეობით მოგროვებული კომპრომატები. (არ დაგვავიწყდეს, ეს იმ ადამიანზეა საუბარი, რომელიც მიმდინარე აქციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია და აქციის სხვა ორგანიზატორებმა დაკავებისას გმირად და ყველაზე უცოდველ არსებად გამოაცხადეს!)

ქართველობაზე გველაპარაკებიან ხოლმე, ქალთა უფლებებზე. ევროპაზე. ახალგაზრდების და საქართველოს მომავლის სახელითაც ესენი გველაპარაკებიან.

ეს რა იკადრა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როგორ გაბედა ამ საქმის გახსნაო, ესაა კოლექტიური ნაცების რეაქციები. უჩამ და მისმა ცოლმა რა იკადრესო, ან მათი დავალებების მიმცემებმაო, ერთს არ დაუწერია ჯერ!

ამას ერთადერთი მიზეზი აქვს: დავალებებით მუშაობა, პირადი ცხოვრების ამსახველი კომპრომატებით შანტაჟი, დამნაშავეობა და გარყვნილება არის მათი მთავარი მახასიათებელი. მხოლოდ მათ ტვინში შეიძლება მოიხარშოს ასეთი ამაზრზენი დანაშაული! რა ზრდილობა, რა კულტურა, რა IQ, მსგავსი უმორალო და მანიაკალური დაჯგუფება მეორე წარმოუდგენელია“, – დაწერა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაში„თაიმერის“ ექსკლუზივი – „ოცნება“ 17 მაისს, რეგიონებიდან ხალხის ჩამოყვანას გეგმავს
შემდეგი სტატიამომიტინგეების, სამოქალაქო აქტივისტების დაშინება და ძალადობა სამარცხვინო ტაქტიკაა – ლანდსბერგისი