მდინარაძე – ბევრ ვერსიას განვიხილავთ, რათა საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ჩართულობით იმუშაოს

region
ავტ.: region დეკემბერი 21, 2020 17:15

მდინარაძე – ბევრ ვერსიას განვიხილავთ, რათა საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ჩართულობით იმუშაოს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა საბოლოოდ უნდა გაითავისონ, რომ ისინიც ხელისუფლების ნაწილი არიან.

ამასთან, მდინარაძემ პარტიების დაფინანსების საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ თუ პარტია საპარლამენტო ცხოვრებაზე უარს ამბობს, მას დაფინანსება არ უნდა გადაეცეს.

„ბუნებრივია, პოლიტიკაში მანევრები არის და ლეგიტიმური ინტერესია, რომ თუ პარტია და კონკრეტული გუნდი სახელმწიფოებრივად ფიქრობს, უნდა, სახელმწიფოებრივი შედეგი მიიღოს ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე. ამ ლეგიტიმური ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ ბევრ ვერსიას და ვარიაციას განვიხილავთ, რომ საქართველოს პარლამენტმა იმუშაოს ოპოზიციის ჩართულობით, რადგან მათ საბოლოოდ უნდა გაითავისონ, რომ ისინიც ხელისუფლების ნაწილი არიან.

ძალიან კარგია, რომ სახელმწიფო დაფინანსების საკითხზე სამართლებრივ ნაწილში კამათში ვერავინ შემოდის. იქნებ, ოპოზიციას ჰკითხოთ, მხოლოდ მიღებული ხმების რაოდნეობა არის თუ არა კრიტერიუმი სახელმწიფო დაფინანსების მიიღების. დაფინანსება პირდაპირ მიბმულია იმასთან, არის თუ არა საპარლამენტო პარტია და გადალახა თუ არა ბარიერი. ვინაიდან, არასაპარლამენტო პარტიები კვალიფიციურ სუბიექტებად არ იწოდებიან, ისინი დაფინანსებას არ იღებენ. თუ პარტია საპარლამენტო ცხოვრებაზე უარს ამბობს, ლოგიკურია, მას დაფინანსება არ გადაეცეს. თუ პარტიის ნახევარი მონაწილეობას მიიღებს, დაფინანსება მიეცემა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

region
ავტ.: region დეკემბერი 21, 2020 17:15