მდინარაძე ბესელიას: “ახლა უკვე ზუსტად ვიცი, ვინ იყო 300 და 200 ლარიანი სტატიების შემკვეთი”

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი"ქრონიკა +"-ის ოფისში მიიტანა უკვე დააკავეს“ახლა უკვე ზუსტად ვიცი და ვხვდები, ვინ იყო 300 და 200-ლარიანი სტატიების შემკვეთი,” – ეს განცხადება ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ეკა ბესელიას მისამართით გააკეთა.

მამუკა მდინარაძემ ყოფილი თანაგუნდელი მის წინააღდეგ შეკვეთილი შავი პიარის აგორებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, შეკვეთილი სტატიების შინაარსი და ეკა ბესელიას განცხადებები ერთმანეთს ემთხვევა. ყოფილ და მოქმედ თანაგუნდელებს შორის დაპირისპირება უკიდურესად გამწვავდა. მათ ერთმანეთის წინააღმდეგ კომპრომატებით ომი დაიწყეს.

„ეს ადამიანები ცდილობენ, რომ შეკვეთილი სტატიებით და ასეთი ინტერვიუებით რამენაირად გაგვსვარონ. ახლა უკვე ზუსტად ვიცი და ვხვდები, ვინ იყო იმ სტატიების შემკვეთი, 300- ლარიანი და 200-ლარიანი სტატიების შემკვეთი, რომელიც ორი წლის განმავლობაში არ გაჩერებულა ზოგიერთ გამოცემაში. ბესელიას ვორდინგი და ის ვორდინგი ერთმანეთს ერთი ერთში ემთხვევა, როგროც მინიმუმ, საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება. ის, რაც მან ამ დღეების განმავლობაში იკადრა, სამწუხაროდ, ეს არ უკადრებია ნაციონალური მოძრაობის არც ერთ წარმომადგენელს,” – განაცხადა შაბათის კურიერთან მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელიამ კობახიძე-მდინარაძე-ზარდიაშვილის დაჯგუფების წინააღმდეგ კარტების გახსნა დაიწყო
შემდეგი სტატიავინმემ არ იფიქროს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი პარლამენტიდან მოსულია და რაღაცას „აპრავებს“…