მდინარაძე აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე: აქციას მუხტი დააკლდა, ეხმარებიან

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აშშ-ს საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობის შეჩერებასთან დაკავშირებით ირწმუნება, რომ “აქციას მუხტი მოაკლდა და ეხმარებიან”.

მდინარაძის მტკიცებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აღნიშნულ გადაწყვეტილების მიღებას შტატების ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის “ინაუგურაციამდე ასწრებენ”.

“პირველი ექვსი წინადადება, მოსმენილი მეთიუ მილერის განცხადებაზე სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით:

1. ტრამპის ინაუგურაციამდე ასწრებენ.

2. აქციას მუხტი მოაკლდა და ეხმარებიან.

3. რა შეგვიჩერეს, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა თუ პირდაპირი ფრენები?

4. ახლა ჩვენ არ დავეთანხმოთ აღდგენაზე უვიზო მიმოსვლის, თავისუფალი ვაჭრობის და პირდაპირი ფრენების გარეშე.

5. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს.

6. მართლა რამხელა ამბები ყოფილა დაგეგმილი დეკემბერში. რა ნაცების ტოპტვინებიი…”, – თქვა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიპერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მოქმედი თანამშრომლები “ოცნების” არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნებიან
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი: აშშ-ის მიერ პარტნიორობის შეჩერება ოცნების ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგია