მდინარაძე: ასე შეკრული „ქართული ოცნების“ გუნდი, როგორიც დღეს არის, არასდროს ყოფილა

ასე შეკრული „ქართული ოცნების“ გუნდი, როგორიც დღეს არის არასდროს ყოფილა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, გუნდში დღეს ისეთი სიტუაცია, როგორიც მისი პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში არ ყოფილა.

„ასე შეკრული „ქართული ოცნების“ გუნდი, როგორიც დღეს არის არასდროს ყოფილა, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ. თუ ადრე იყო ხოლმე, რაღაც პატარ-პატარა წინააღმდეგობები, შეიძლება ხანდახან სხვადასხვა არასასიამოვნო ფორმით დისკუსიებიც, რაც დაპირისპირება არ იყო და ამას ყოველთვის ვამბობდი. დღეს საბედნიეროდ არის ისეთი სიტუაცია, რომელიც პირადად მე რაც პოლიტიკაში ვარ ნამდვილად არ ყოფილა და ეს არის ძალიან კარგი“, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძის განცხადებით, ენმ-ს მხარდამჭერების დაჭრაში ბრალდებულს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს
შემდეგი სტატიაჯაფარიძე ნამახვანზე: ოცნების მავნებლური პოლიტიკის შედეგია