მდინარაძე – არჩევნები რომ სამართლიანი იყო ყველამ იცის, მიხეილისა და გიგას გარდა

“ჩახურული ფურცელია უკვე, გადაშლილი ფურცელია, დამთავრებული ამბავია – ყველამ იცის თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო, ყველა ამას ლაპარაკობს, ვერ დავარწმუნეთ მხოლოდ ბატონი გიგა და ბატონი მიხეილი”. – ამის შესახებ ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა.

“ბოკერია რომ ცდება და სააკაშვილი რომ ცდება და სხვები რომ ცდებიან, ეს სამწუხაროა მათთვის, მაგრამ ამ ქვეყანაში საზოგადოება უკვე ჩამოყალიბდა და შეთანხმდა, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა არ არსებობს. აირაის დასკვნამ ეს აჩვენა, ეუთო-ოდირის საბოლოო დასკვნამ ეს აჩვენა, განცხადებებმა მაღალი ტრიბუნიდან ეს აჩვენა, თუმცა სიჯიუტეს რადიკალური ოპოზიციის საზღვარი არ აქვს, იმეორებენ იგივეს”. – ამბობს მდინარაძე.

მდინარაძის თქმით, ხელისუფლება მზად არის, გააგრძელოს მოლაპარაკებები, თუმცა როგორც ის ამბობს, “ოპოზიციის წევრებისგანაც არის საჭირო ელემენტარული კონსტრუქციულობა”.

“რაც არ უნდა არარეალურ მესიჯებს ახმოვანებდნენ ოპოზიციის წევრები, ჩვენ მაინც ვსაუბრობთ მათთან და გვინდა დავარწმუნოთ ყველა, რომ მიუხედავად იმისა, რა განცხადებები კეთდება, ჩვენ მზად ვართ ვილაპარაკოთ ყველაფერზე მოლაპარაკებების მაგიდასთან, ეს იმას ნიშნავს რომ, პასუხისმგებლობას უფრო მეტს, ვიდრე ოპოზიცია ვიღებთ მიმდინარე პროცესებზე, ოღონდ მათი მხრიდანაც არის საჭირო ელემენტარული კონსტრუქციულობა, იმისთვის, რომ ამ ქვეყანამ კრიზისთან ბრძოლა ისე მოახერხოს, როგორც გვჭირდება”. – ამბობს მდინარაძე.

banner
წინა სტატიაშიბაქრაძე – დანიელსონთან ჩანიშნულ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ ვიღებ
შემდეგი სტატიაევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფი ტრეფიკინგის საკითხებში დადებითად აფასებს საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს