20.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

მდინარაძე: არ დავუშვებთ რომ აზრის გამოხატვა და შეურაცხყოფა თანაბარ მოვლენებად იყოს მიჩნეული

მთელ მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველო იმოქმედებს კონსტიტუციური პრინციპებიდან გამომდინარე და არ დაუშვებს, რომ აზრის გამოხატვა და შეურაცხყოფა იყოს ერთ თანაბარ წონად, თანაბარ მოვლენად მიჩნეული, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამავდროულად, ადამიანებმა უნდა შეძლონ საკუთარი კრიტიკული მოსაზრებების თავისუფლად გამოხატვა, რაც სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა.

„ერთი მხრივ, შსს, სამართალდამცავი სისტემა უზრუნველყოფს, რომ პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი იარაღი იყოს უგულებელყოფილი და მეორე მხრივ, ადამიანებმა შეძლონ საკუთარი კრიტიკული მოსაზრებების თავისუფლად გამოხატვა, ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება,”- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაში“ძალიან მტკივნეულია, როცა ჩვენს ქვეყანაში ადამიანები ერთმანეთს წარმომავლობით ყოფენ”- სამირა ბაირამოვა
შემდეგი სტატია“საზოგადოება სდუმს ძალადობაზე, არასრულწლოვანთა ორსულობასა და ქალთა სიღარიბეზე”- რეპროდუქტოლოგი