მდინარაძე – არ არსებობს იმის რისკი, რომ „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები შეიცვალოს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, არ არსებობს იმის რისკი, რომ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები შეიცვალოს. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასწარ გამზადებული საარჩევნო პოსტერები გამოაქვეყნა.

„მოლოდინი არ გვაქვს, რომ რომელიმე ოლქში რაიმე რისკები შეიძლება იყოს იმიტომ, რომ ეგზიტპოლის მონაცემები და ჩვენი აქტივის მიერ მოწოდებული მონაცემები ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან. როდესაც ამაზე წინასწარ ვსაუბრობდით, ეს მონაცემები ერთმანეთს დაემთხვა. ამიტომ მსგავსის მოლოდინი არ გვაქვს, რომ რომელიმე ოლქში შეიძლება მსგავი რამ მოხდეს, თუმცა, ამის მიუხედავად, პასუხისმგებლობით რომ მივუდგეთ თემას, რამდენიმე უბანი, სადაც ხმები დათვლილია და გვაწოდებენ ჩვენი წარმომადგენლები მონაცემებს, ისიც ზუსტად ემთხვევა ეგზიტპოლს და ჩვენი აქტივისტების მიერ მოწოდებულ მონაცემებსაც. ველოდებით ცესკო-ს დათვლის შედეგებს. ზღაპარია „ანოვას“ თუ რომელიღაც კომპანის მიერ დათვლილი მონაცემები, რომელიც გამოაქვეყნეს. სხვათა შორის, ერთი ძალიან მიშვნელოვანი დეტალი, გამოქვეყნებული არ ჰქონდა ეგზიტოლის მონაცემები „მთავარ არხს“, რამდენიმე წამში დაიწყეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა გამზადებული პოსტერების „ფეისბუქზე“ დადება, ანუ წინასწარ ჰქონდათ გამზადებული“, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიკანდიდატსაც მივმართავ, რომ მისი მერიც ვიქნები – ანზორ მელიას მიმართვა
შემდეგი სტატიანიკა მელია – ჩემი სურვილი იქნებოდა, ახლა, როდესაც ოპოზიცია არის გამარჯვებული, მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა