მდინარაძე – ამომრჩევლის შეურაცხყოფაა, როდესაც ფეიკებით ცდილობენ რაღაცაში ხალხის დარწმუნებას

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ არის უკრაინაში, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ვიდეო არის ფეიკი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„არის დიფ ფეიკი თუ მონტაჟის სხვა საშუალებით შექმნილი, ეს მეორე საკითხია და ესეც დადასტურდება, მაგრამ მაღალი ალბათობით არის დიფ ფეიკი, მაგრამ შეიძლება იყოს ფეიკის სხვა სახეობა. ამას ტექნიკოსები, ექსპერტები სწავლობენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინაარძემ ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა მიხეილ სააკაშვილის სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებული კიდევ ერთი განცხადება, სადაც ამბობს, რომ 3 ოქტომბერს, დილიდან, მთელი საქართველოდან უნდა დაიძრან თბილისისკენ, კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი, რათა ვერ შეძლონ მისი შეჩერება.

როგორც მდინარაძე ამბობს, სააკაშვილს თაღლითური გზით სურს ქვეყანაში „სიტუაციის ადუღება“.

„ეს ნიშნავს, რომ ამ თაღლითური გზით მას და მის ტელევიზიებს უნდათ სიტუაციის ადუღება, მოტივაცია თავისი ამომრჩევლის. თან თვითონ დაუმტკიცოს ნიკა მელიას და მის ფლანგს, რომ მისი დამსახურებაა დაახლოებით ის 25 პროცენტი, რაც მას აქვს რეიტინგი და რაღაცა შიდა ბრძოლების მსხვერპლი უნდა გახდეს მიშა. პირველ რიგში, უმძიმესი შეურაცხყოფაა მისი ამომრჩევლის, როდესაც ასეთი თაღლითური ფეიკებით ცდილობენ რაღაცაში ხალხის დარწმუნებას. უმძიმესი შეურაცხყოფაა და დარწმუნებული ვარ ამისთვის თავისი ამომრჩეველიც დასჯის. სამართალდამცავების ქმედება იქნება – როგორც კი ფეხს ჩამოადგამს, იმ წუთას მოხვდება იქ, სადაც უნდა იყოს. მისი ადგილი არის იმ დაწესებულებაში, სადაც მას არც წამება, არც გაუპატიურება და არც მსგავსი რაღაცები, რაც მის დროს იყო, არ დაემუქრება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

https://youtu.be/9k7cnkwyvgg

banner
წინა სტატიაშიგიგაური – ცოტა ხანში ვნახავთ, შსს-ს აქვს თუ არა ინფორმაცია ადამიანების ჩვენ საზღვარზე გადაადგილებასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიანიკა მელია 21:00 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს