მდინარაძე – ახალი ამბავი არ არის, რომ სააკაშვილი დასავლურ ღირებულებებს უტევს

ახალი ამბავი არ არის, რომ სააკაშვილი უტევს დასავლურ ღირებულებებს. ხან კომუნისტებს ეძახის, ხან შეურაცხყოფას აყენებს და ჩვენი დასავლური მისიების წარმომადგენლებს აბრალებს რაღაცებს, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი მამუკა მდინარაძე, მიხეილ სააკაშვილის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის რუსეთის აგენტად მოხსენიებას.

„სააკაშვილის როლი არის ბულინგი იმ ოპოზიციური პარტიების, რომლებიც ვიმედოვნებ, კონსტრუქციულ დიალოგში და პარლამენტში შემოვლენ, რათა საპარლამენტო ტრიბუნიდან, როგორც მათ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მოუწოდებენ, მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან და ოპონირებას გააგრძელებენ. ახალი ამბავი არ არის, რომ სააკაშვილი უტევს დასავლურ ღირებულებებს. ხან კომუნისტებს ეძახის, ხან შეურაცხყოფას აყენებს და ჩვენი დასავლური მისიების წარმომადგენლებს აბრალებს რაღაცებს. ეს არის გაგრძელება იმ რუსული საქმის, რასაც ის თავისი ხელისუფლების საქმიანობის პერიოდში ახორციელებდა. ასეთი ძალები დღეს ერთად დგანან და ერთ პოზიციაზე დგანან. დეკლარირებულად გამოკვეთილი რუსული ძალები საქართველოში. ეს პარტიები ფასადურად დგანან იმ ევროპული ღირებულებების მატარებელ პარტიებთან და ერთად აპროტესტებენ ვითომ გაყალბებულ არჩევნებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, სააკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელს, ტინი კოქსს რუსეთის აგენტი უწოდა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, დეპუტატი ტინი კოქსი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა. დელეგაციის ხელმძღვანელის შეფასებით, „მისალოცია, რომ მშვიდობიანად გაიმართა არჩევნები, რაც ყოველთვის არ ხდება“. ამასთან, მისივე თქმით, კენჭისყრისა და მომდევნო დღეს დემონსტრაციები არ არის მომწიფებული დემოკრატიისა და იმის ნიშანი, რომ პატივს სცემ ამომრჩევლის გადაწყვეტილებას.

banner
წინა სტატიაშიტინი კოქსი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციონერთა ნაწილის მიერ მასზე გაკეთებულ შეფასებებს იცნობს, თუმცა ამ ეტაპზე დამატებით კომენტარს საჭიროდ არ მიიჩნევს
შემდეგი სტატია“ხელისუფლების ასარჩევია, დარჩებიან მარტო პარლამენტში, თუ დაიწყება დემოკრატიული პროცესი”