მცოცავი ოკუპაცია გრძელდება – ახალი ნიშნულები ჩორჩანას ტყეში

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გაკეთებული ახალი ნიშნულები აღმოაჩინეს იმ ტერიტორიაზე, რომელიც ცხინვალის ადმინისტრაციულ საზღვრებში არასოდეს შედიოდა.
“ჩორჩანის ტყის შუაგულიდან, რომელსაც კვეთა არ ჰქონდა საოკუპაციო ხაზთან, ყოფილა რამდენიმე ადამიანი გატაცებული… ჩვენი მოსახლეობა ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ იმყოფება. ფაქტობრივად, ტყის ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება მოხდეს გატაცება”, – ამბობს დავით ქაცარავა.
“ძალა ერთობაშია” ჩორჩანას ტყეში არსებული ვითარებისა და ახალი ნიშნულების შესახებ ინფორმაციას დიპლომატიურ კორპუსს მიაწვდის.

banner
წინა სტატიაში3 მიმართულების გარდა რეგულარული რეისები სექტემბრამდე არ აღდგება – საავიაციო სააგენტო
შემდეგი სტატიანაძალადევის რაიონში მახალდიანის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა