მცოცავი ანექსიის პირობებში რუსეთისთვის ახალი გზის გახსნა მათ ტერიტორიების მიტაცებაში კიდევ უფრო დაეხმარება

მამისონის უღელტეხილზე მდებარე ხიდის აშენების პროექტი საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. ის 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს თავდაცვის სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ააფეთქეს, რადგან საზღვრიდან რუსი სამხედროებისა და მძიმე ტექნიკის გადმოსვლის საფრთხე არსებობდა.

მშენებლობიდან მალევე ნეიტრალური ტერიტორია იწყება. ხიდის აფეთქების და გზის ამორტიზების შემდეგ ტერიტორია, თითქმის, გაუვალი გახდა. გზას ოსეთის სამხედრო გზას უწოდებდნენ და მას როკის გვირაბის ალტერნატივად მიიჩნევდნენ.

ხიდის და გზის აღდგენის პროექტის განხორციელება რომ უკვე დაწყებულია, საზღვრისპირა სოფლების მოსახლოებაც საუბრობს. ისინი შიშობენ, რომ საქართველოს მხრიდან გზის გახსნის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლას უპრობლემოდ შეძლებს, მათ შორის მძიმე ტექნიკის გადმოყვანასაც.

ექსპერტების აზრით, მცოცავი ანექსიის პირობებში რუსეთისთვის ახალი გზის გახსნა მათ ტერიტორიების მიტაცებაში კიდევ უფრო დაეხმარება.

პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ მამისონის უღელტეხილზე გზის აშენება იგეგმება. თუმცა, რაიმე დამატებითი განმარტება გიორგი კვირიკაშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.

https://youtu.be/B6w6tiMmXGk

banner
წინა სტატიაშითვითმფრინავებში ბომბის შესახებ ინფორმაცია ბრიუსელის საავადმყოფოდან მიიღეს
შემდეგი სტატიასაქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!-საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს