მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს

ამ წუთებში მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში, ცოლ-ქმრისა და 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსისთვის, მალხაზ კობაურისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენა მიმდინარეობს.

სამართალდამცველები კობაურს დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას ედავებიან.

ბრალის წარდგენას მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში დაკავებულის ადვოკატი ალუდა ბუჩუკური ესწრება.

ჯერჯერობით უცნობია, დღეს იმსჯელებს თუ არა მცხეთის საქალაქო სასამართლო დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე.

banner
წინა სტატიაშიილია მეორემ იანოშ ჰერმანს სთხოვა, მომავალშიც გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა – საპატრიარქო
შემდეგი სტატიათბილისში 17 წლის მოზარდი დაჭრეს