მცხეთის შესასვლელთან მსუბუქი ავტომობილი დაიწვა

მცხეთის შესასვლელთან BMW-ს მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, რის შემდეგადაც ავტომობილი დაიწვა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო ბრიგადა. აღნიშნული ფაქტი „თაიმერს“ შინაგან საქმეთა სამინიტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით ავტომობილში ორი ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგა საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ადმინისტრაციული ოქმი შედგა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტის განცხადება აფხაზეთის ომის დაწყების 25 წლისთავთან დაკავშირებით
შემდეგი სტატია25 წლის წინ აფხაზეთში ომი დაიწყო