მცხეთის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

მცხეთის მუნიციპალიტეტში გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე მოქალაქეს 51 ერთეული წიფლის სახეობის მრგვალი მორი ჰქონდა განთავსებული, ხოლო მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში, სხვა სახეობისა და რაოდენობის ხე-ტყე იყო მითითებული.

ავტომანქანა დაილუქა, საქმის მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.

banner
წინა სტატიაშიმოზარდების მკვლელობის საქმე – საგამოძიებო კომისია საკანში მსჯავრდებულს დაკითხავს
შემდეგი სტატიატრამპი არ წავიდა დათმობაზე, როდესაც საუბარი ტერიტორიულ პრობლემებს შეეხო – მიხეილ სააკაშვილი