21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

მცხეთის მერის გადადგომას წინ ოცნების მოკავშირე ხალხის ძალის დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის კრიტიკა უძღოდა

მცხეთის მერის გადადგომას წინ ოცნების მოკავშირე ხალხის ძალის დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის კრიტიკა უძღოდა.

ინფორმაციას ,,მთავარი” ავრცელებს.

17 სექტემბერს მან სოციალურ ქსელში მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებასა და მერის ანგარიშგებაზე კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა:


“მცხეთაში არსებული სავალალო მდგომარეობის გამო, ჩემ მიერ თვეების წინ გამოხატული უკმაყოფილება, დღეს, მერის ანგარიშის შემდეგ საკრებულომაც დაადასტურა.
ადგილობრივი დეპუტატების მხრიდან პრობლემურ საკითხებზე დასმული კითხვებიდან, მერმა ვერც ერთს პასუხი ვერ გასცა.
ვწუხვარ შექმნილი ვითარების გამო და არ ვაპირებ დიდხანს, გულგრილად ვუყურო ამ პროცესს!”,-
დაწერა ხუნდაძემ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოგი აბუაშვილმა თანამდებობა დატოვა. არსებული ინფორმაციით, მან მერის პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

banner
წინა სტატიაშიცოტნე კობერიძე: ღარიბაშვილის გაოპოზიციონერებულობის არ მჯერა
შემდეგი სტატიაწერილში ჩანს, რომ ღარიბაშვილი დანებებას არ აპირებს- ინაშვილი