მცხეთის მერი აქციაზე-წინ ვიდექი, ცოცხების და კვერცხების სროლა არ მინახავს

მცხეთის მერი, გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ “წინ იდგა” და კვერცხების და ცოცხების სროლა არ უნახავს. ჟურნალისტმა მას მერიის შენობაში წინასწარ დალაგებულ კვერცხებზე ჰკითხა, რაზეც კაპანაძე გაღიზიანდა და თქვა, რომ “შენობაში კუთხე-კუნჭულს არ ამოწმებს”.

“მე მერი ვარ, დამლაგებელი კი არ ვარ. სად კვერცხი დევს და სად ცოცხი დევს მე ვამოწმო? ვიღაცამ კვერცხი შემოიტანა ჩუმად და სადღაც დადო, მე უნდა მენახა ყველაფერი თუ..”- ამბობს კაპანაძე ტვ.პირველთან საუბარში.

მისივე თქმით, აქციაზე იმიტომ იდგა, რომ პროცესს მშვიდობიანად ჩაევლო, როგორც დღეს, ასევე გუშინაც, თუმცა, მისივე თქმით, გუშინ ჩამოსული აქტივისტები პროვოკაციისკენ იყვნენ მოწოდებულები. კაპანაძის თქმითვე, გუშინდელი და დღევანდელი კონტრაქცია მისი დაორგანიზებული არ არის.

​”ასეთი ინფორმაციას ვინ გაწვდით, ან რა კითხვაა? მე როგორ უნდა დავაორგანიზო აქცია, გოგონი, თქვენ რატომ ხართ აქ? გამეცით პასუხი! თქვენ გგონიათ ეს ხალხი ბრმა არის და ტელევიზორს არ უყურებს?! შეიტყვეს და მოვიდნენ. არ მინახავს მეთქი ცოცხები. რა გინდა წყობილებიდან გამომიყვანო? არ გამოგივა”- უთხრა მცხეთის მერმა ჟურნლისტს.

banner
წინა სტატიაში“მცხეთა ვერასოდეს და ვერავისთვის ვერ იქნება დაპირისპირების ადგილი – დიმიტრი ხუნდაძე
შემდეგი სტატიაექსკლუზივი:ზუგდიდში მღვდელი დააკავეს-შსს ინფორმაციას არ ადასტურებს