მცხეთის ავტობანზე ტრაილერი გადაბრუნდა

region
ავტ.: region ივლისი 28, 2020 17:30

მცხეთის ავტობანზე ტრაილერი გადაბრუნდა

მცხეთის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.გავრცელებული ინფორმაციით,ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა, რის შემდეგაც ამოტრიალდა.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. შსს-ს ცნობით, მძღოლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, 250 ლარით დაჯარიმდა (სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება).

ფაქტის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში ქეთი ქებაძე ავრცელებს.

region
ავტ.: region ივლისი 28, 2020 17:30